პერფორმანსის დღეები თბილისი
ფესტივალი პერფორმანსის დღეები თბილისი გალერეა ნექტარის ინიციატივით დაფუძნდა. პერფორმანსის დღეებს არა აქვს განსაზღვრული არტისტული კონცეფცია, არამედ ის მიზნად ისახავს შეიჭრას თბილისის სახელოვნებო და ურბანულ სივრცეებში დროებითი ინტერვენციებით. ფესტივალის პირველი გამოშვება 2015 წლის აპრილ-მაისის თვეებში გალერეა ნექტარში გაიმართა, სადაც ხმის, პერფომრანსის და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებებში მოღვაწე ხელოვანები იღებდნენ მონაწილეობას. 2019 წლიდან პერფორმანსის დღეები თბილისის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა გალერეა ნექტართან თანამშრომლობით.
პერფორმანსის დღეები თბილისი აღნიშნავს პერფორმანსს, როგორც თავისუფალ სახელოვნებო ფორმას, რომელსაც არ აქვს წესები და ღიაა ექსპერიმენტებისთვის. ფიზიკურობა, ‘ახლას’ განუმეორებლობა და მომენტის არსებითობა - ის ელემენტებია, რომელთა მნიშვნელოვნება თანდათან უფერულდება. პერფორმანსის დღეები თბილისი ცდილობს შეახსენოს მაყურებელს ამ პრაქტიკის მნიშვნელობა და ცხადი გახადოს მისი შესაძლო მრავალფეროვნება.
პროექტის მხარდამჭერები:
Bunker / Creative Europe / Create to Connect -> Create to Impact